21:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 13:48:20, 1181 ნახვა

მსოფლიო
ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა

ვარშავაში დაგეგმილი ევროატლანტიკური კავშირის სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, - ამის შესახებ Sputnik News წერს. 

მედია საშუალების იფნრომაციით, ადგილობრივი პოლიციის მთავარმა სამმართველომ ათობით ელექტრონულ მისამართზე სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეტალური გეგმა გადააგზავნა. 

ეს, ძალოვანი უწყებების მიერ, უსაფრთხოების გეგმის შეცვლის მიზეზი გახდა. უწყების ცნობით, უცნობია, ვის აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან, ამიტომ ტავის დაზღვევის მიზნით, გეგმის შეცვლა გახდა აუცილებელი. 

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, პოლიციის გენშტაბის უფროსმა, რომელიც მომხდარისთვის პასუხისმგებელია, თანამდებობა უკვე დატოვა. 

როგორც მედია საშუალება წერს, პოლონური პოლიციის მიერ გავრცელებული ელექტრონული წერილი ვარშავის სამიტის სტუმართა ჩასვლის თარიღების, საათების, ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციის, ჟანდარმებისა და სპეცდანიშნულების ძალების განლაგების ადგილების შესახებ, ასევე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირების მარშრუტებისა და მობილური ტელეფონების მონაცემებს და ინფორმაციას შეიცავდა. 

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში 8-9 ივლისსაა დაგეგმილი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics