19:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 14:24:50, 858 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე

"უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულაბზე", - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კორცხელის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ სამართლებრივ  პროცესებს.

"ცალსახად შემიძლია ჩემი პოზიცია გამოვხატო, არავინ საწყენად არ მიღოს, მაგრამ მემგონი, რომ უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულაბზე. გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავიანთი საქმით და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები, თუ კრიტიკა",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, 6 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. უკვე ცნობილია, რომ მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics