19:43 - 11 Apr, 2026
|
2015-02-25 16:09:33, 588 ნახვა
სამართალი
გორში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პატრულირებისას, გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიჭრა 46 კუბური მეტრი რცხილის, წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და ბალამწარის ჯიშების საშეშე და სამასალე ხე-ტყე. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. როგორ უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)