23:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:24:26, 595 ნახვა

სამხედრო
აშშ-ისა და ლატვიის ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა, V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები დაესწრნენ. უცხოური ბენდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობენ.

ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როდესაც მუსიკოსების ჯგუფმა მოამზადა კონცერტი, რომელმაც ლატვიის კულტურის მინისტრის რაიმონდ პაულსის მაღალი შეფასება დაიმსახურა.1992 წლის 3 იანვარს ბენდმა რეგულარული რეპეტიციები დაიწყო და პროფესიულად სულ უფრო გაიზარდა. დღეს ბენდი მუსიკალურ აკომპანირებას უწევს ლატვიის პრეზიდენტს და სხვა მაღალი რანგის პირებს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ცერემონიებსა თუ აღლუმებში, სატელევიზიო პროგრამებში, სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებში და მუსიკალურ არანჟირებას უწევს ლატვიის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ორკესტრი კი მუსიკალურ საქმიანობას ევროპაში, აფრიკასა დ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ეწევა. ბენდი მუსიკალურად აფორმებს ევროპასა და აფრიკაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბში, ასევე ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტებს. მონაწილეობს სამხედრო აღლუმებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებში. ორკესტრს ისტორიული გამოსვლები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ნატოს პარტნიორ ქვეყნებში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში. ბენდის რეპერტუარის დიდი ნაწილი მოიცავს ამერიკულ მარშის მუსიკას, ასევე ბროდვეის მელოდიებს, კინომუსიკას, ამერიკულ ჯაზს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics