17:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 10:58:44, 589 ნახვა

სამართალი
ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების ფაქტზე „გალფის“ თანამშრომლები დააკავეს

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, იგივე „გალფის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება გამოყენების ფაქტები გამოვლინდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა  ავტოგასამართ  სადგურებზე ფიქტიურად გაწერა. 

მათივე ცნობით,  გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული იქნენ  შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“,  კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით საბუღალტრო რევიზია გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics