18:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 22:57:38, 1395 ნახვა

მსოფლიო
მადრიდის მახლობლად საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი დაიწვა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მახლობლად ძველი საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი დაიწვა.  ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს.

საბურავების ნაგავსაყრელი 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას იკავებს. ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო მადრიდი ტოქსიკური კვამლის ღრუბელმა დაფარა.

ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო ბრიგადა სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობდა.

ეკოლოგები აცხადებენ, რომ რეზინის საბურავების წვის შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და გარემოს აზარალებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics