09:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 19:30:06, 1192 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის სხდომაზე მიღებული დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციტივის დამტკიცებას არ ნიშნავს.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთს არაერთხელ განუმარტავს, თუ რა შემთხვევაში აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას.

“ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სომხეთის პრეზიდენტი წინასწარ აცნობებს თავის კოლეგებს, უპირველეს ყოვლისა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელებს”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე დროს, სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი “აპრილის დასაწყისში მომხდარი ავანტიურის გამეორებას თავიდან აიცილებს”.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების კონოპროექტი სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის “მემკვიდრეობის წევრის” ზარუი პოსტანჯიანისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერის გრანტ ბაგრატიანის მიერაა შემუშავებული.

5 მაისის სხდომაზე სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო და ის განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. 10 მაისს სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, თუმცა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics