2016-05-03 15:20:55, 720 ნახვა
სხვადასხვა
ჩიკაგოს მცხოვრებმა Starbucks-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჩიკაგოს მცხოვრებმა სტეისი პინკუსმა კაფეების ქსელის Starbucks-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ინფრომაციით, სტეისი პინკუსი კომპანიას კლიენტებს მოტყუებაში და გამაგრილებელ სასმელებში დიდი რაოდენობით ყინულის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ქალბატონი Starbucks მომხმარებლებისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ამის გამო 5 მილიონ დოლარს ითხოვს. პინკუსმა ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას შეიტანა.
ცნობისთვის, Starbucks მსოფლიოს უმსხვილესი ყავის კომპანია. ის მთელს მსოფლიოში 23 ათასზე მეტ კაფეს ფლობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან