12:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 17:18:51, 824 ნახვა

სხვადასხვა
20 დოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს

აშშ-ის ხაზინის ინფორმაციით, 20 დოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს, ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს.

ტაბმენი მონობაში დაიბადა, საბოლოოდ გაიქცა და მიწისქვეშა რკინიგზის მეშვეობით, ყველაზე ცნობილმა „კონდუქტორმა“, ასობით ადამიანიც გაათავისუფლა.

ეს რკინიგზა იყო უსაფრთხო სახლების საიდუმლო ქსელი, რომელიც მონათა გათავისუფლებისათვის შეიქმნა. მოგვიანებით ჰარიეტი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის ლიდერი გახდა.

ამერიკული დოლარის სხვა ცვლილებებს შორის იქნება ელენორ რუზველტის, მერიენ ანდერსონის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსისა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა პორტრეტების დამატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics