2026-03-13 17:10:46, 3290 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი - საქართველოში არსებული რეჟიმი უშვებს რუსეთის გავლენას
ევროპარლამენტმა Facebook-ზე საქართველოს შესახებ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა:
„საქართველოში არსებული რეჟიმი უშვებს რუსეთის გავლენას, აკავებს ჟურნალისტებს, ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებს და ზღუდავს საპროტესტო აქციებს.
(ევროპული) პარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
(ევროპული) პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ადამიანის უფლებების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 438 წევრმა, 37 წინააღმდეგი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,