2026-03-12 10:22:39, 1888 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.
უწყების ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
„მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,