2026-02-18 20:36:38, 1153 ნახვა
სამართალი
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი ედება კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში.
პატიმრობის მოთხოვნის დასასაბუთებლად საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბუსა ჟვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გათავისუფლებული იყო და ნასამართლობა მოხსნილი არ ჰქონდა.
პროკურატურამ დღევანდელ, 18 თებერვლის, სხდომაზე მოითხოვა ძმებ დავით და გურამ კაკულიებისთვის წინასასამართლო სხდომის განსაზღვრაც - ისინი უკვე იმყოფებოდნენ პატიმრობაში. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, სხდომა 8 აპრილს დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,