2026-01-24 11:46:23, 979 ნახვა
სამართალი
შსს: დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში კომპლექსური ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის, თურქეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, ნიგერიის, იორდანიისა და ინდოეთის მოქალაქეები.
,,ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.” - წერია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,