2025-10-24 10:30:30, 384 ნახვა
პოლიტიკა
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო.
„1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გრანტი გამოუყო. ინვესტირებული ყოველი ევრო გააუმჯობესებს ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ მედიაში გაავრცელა.
„(ევროკავშირმა) დააფინანსა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა. ინვესტირებული ყოველი ევრო გააუმჯობესებს ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებას: გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებიდან დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების გაძლიერებით დამთავრებული.
30 წელზე მეტია, ევროკავშირი ეხმარება ქართველებს ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გამოყენებაში ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD და EU4Youth“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,