14:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 11:05:45, 690 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ჰამასის გადაცემული ბოლო ორი მძევლის ცხედრები ამოიცნო.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისინი 27 წლის ინბარ ჰეიმანს და 39 წლის მუჰამედ ალ-ატრაშს ეკუთვნით.

სამხედროების ცნობით, ჰეიმანი ჰამასის მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნოვას ფესტივალზე თავდასხმის დროს მოკლეს, მისი ცხედარი კი გაიტაცეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

ჰეიმანი ანკლავში ჰამასის მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალი იყო.

IDF-ის შტაბის სერჟანტი ალ-ატრაში ასევე 7 ოქტომბერს, ნაჰალ ოზის რაიონში ჰამასთან ბრძოლის დროს მოკლეს და მისი ცხედარი ღაზას სექტორში გადაასვენეს.

ცეცხლის შეწყვეტის გეგმის პირველი ფაზის თანახმად, ჰამასი ვალდებული იყო ისრაელისთვის 28 გარდაცვლილი მძევლის ცხედარი გადაეცა, თუმცა 19 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია.

ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარჩენილი ცხედრების პოვნა და ამოღება „მნიშვნელოვან ძალისხმევას და სპეციალიზებულ აღჭურვილობას მოითხოვს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics