16:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 15:25:11, 1297 ნახვა

საზოგადოება
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს.

აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ღვაწლმოსილი პროფესორის დამსახურებებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ჩახუნაშვილის დაკავება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, მთელი საქართველოსათვის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმის, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრისა და კარდიო-რევმატოლოგის, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება.

ბატონი გიორგი, სამედიცინო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყანაში პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში.ძალიან დიდია, მის მიმართ, იმ უამრავ პაციენტთა სიყვარული და მადლიერებაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ბატონი გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა. იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში, საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი,  - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics