03:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 19:05:24, 475 ნახვა

პოლიტიკა
ნულანდი: მთავრობას მოვუწოდებთ, მომავლისკენ იყოს ორიენტირებული

„მთავრობას მოვუწოდებთ, მომავლისკენ იყოს ორიენტირებული“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნულანდმა ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ და ევროპისკენ ერთად იარონ.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი თქვენს გვერდში ყოფნა, ვაღიაროთ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები და ნატო-სკენ სვლა. მე დღეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შევხვდი. შეხვედრებზე უამრავი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური წინსვლა. ჩვენთვის იმედის მომცემია, რომ მთავრობამ გააგრძელოს რეფორმები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინიტროში. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესი. მთავრობას მოვუწოდებთ მომავლისკენ იყოს ორიენტირებული და უზრუნველყოს გაუმჯობესებული ეკონომიკა ხალხისთვის. თქვენ, ხალხი უნდა დადგეთ ერთად, ხელი ხელს უნდა ჩაკიდოთ და ევროპის გზაზე უნდა იაროთ“, - განაცხადა ნულანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics