19:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 17:46:11, 544 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ქობულეთში გასული წლის ანგარიში და 2015 წლის პროგრამები წარადგინა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან გორგილაძემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სულიკო თებიძემ, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კობა ნაკაიძემ და აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარო ჩხაიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ანგარიში და 2015 წლის პროგრამები წარადგინეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი, რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროების პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics