14:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 13:39:22, 1259 ნახვა

საზოგადოება
რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო

რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო.

რეგულაციის ამოქმედების თარიღში შესაბამისი ცვლილება „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიის და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics