10:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 13:49:14, 575 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში  მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ბრალდებულმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან  დაზარალებულს ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების   შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics