14:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 14:54:19, 927 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის არის რეჟიმის პატიმარი, მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.

"თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს" - თქვა ევროპის კინოაკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში და საერთაშორისო კინოორგანიზაციებს ჭიჭინაძის სოლიდარობისკენ მოუწოდა.

"ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოინსტიტუტმა, რომელიც მუდმივად იცავს ხელოვანთა თავისუფლებასა და ხელოვნების თავისუფალ სივრცეს.

ეს აღიარება და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხელოვანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან, საქართველოს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და ყველა სინდისის პატიმრის ხმას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად ანდროს და სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გვერდითაა!" - წერს საქართველოს კინოინსტიტუტი.

ანდრო ჭიჭიაძე 5 იანვარს დააკავეს, რეჟიმი მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემქურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics