16:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 15:02:10, 864 ნახვა

საზოგადოება
TI - ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

"2017-2025 წლებში, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 2,189,863 ლარი მიიღეს. აქედან 1,713,942 ლარი (78.2%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით გადაერიცხათ.

ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი შემოსავლები  2021-2025 წლებში 9-დან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირე თანხებს ადიგენის მუნიციპალიტეტი მისი გარემოცვის 15 პირს, ძირითადად პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით უნაწილებს" -  წერია TI-ს განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოს ისე იღებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.

იხილეთ კვლევა სრულად





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics