|
2025-04-29 11:50:16, 744 ნახვა
სამართალი
მარიამ გეგუჩაძე - ჩემს სახლსაც ჩხრეკენ ისე, რომ არც მე მიშვებენ და არც ადვოკატს
პროკურატურა ჩხრეკას ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ სახლშიც ატარებს. გეგუჩაძის განმარტებით, ბინა მის სახელზეა, თუმცა ამჟამად იქ ბიძამისი ცხოვრობს. ამასთან, პოლიცია გეგუჩაძეს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ვერ შეგიშვებთ," - მიმართა პოლიციელმა მარიამ გეგუჩაძეს. გეგუჩაძე ამბობს, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ, ორგანიზაცია "სირცხვილიას" უკავშირდება, თუმცა, მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, გაუგებარია, რას იძიებენ. „აქეთ არის ჩემი სახლი, იქით დედაჩემის. ჩემს სახლშიც შესულები არიან, სავარაუდოდ, იმიტომ რომ „სირცხვილიაზეც“ არის დაწყებული გამოძიება. სასაცილო ის არის, რომ "სირცხვილია" როგორ ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რას იძიებენ, კაცმა არ იცის. ჩემს სახელზეა ეს სახლი, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. შესაბამისად, ბიძაჩემის სახლს ჩხრეკენ, ფაქტობრივად," - განაცხადა გეგუჩაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)