03:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 13:44:36, 823 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილი Young Lions Georgia -ს მხარდამჭერია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის, DIGITAL კატეგორიის მხარდამჭერია.

წელს შესარჩევი კონკურსი იმართება 27-30 მარტს თბილისში და მონაწილეები ასპარეზობენ შემდეგ კატეგორიებში: პრინტი, მარკეტერი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი და პიარი. კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები ივნისში გაემგზავრებიან კანის საერთაშორისო ფესტივალზე საასპარეზოდ.

’’ყოველწლიურად ვხედავთ, როგორ იზრდება კონკურსანტების პროფესიონალიზმი და რამდენად უფრო თამამი და გამორჩეული ხდება მათი იდეები. წელსაც ველოდებით ინოვაციურ და ტექნოლოგიურად საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის ახალ საზღვრებს განსაზღვრავენ. გვჯერა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, Young Lions Georgia წელსაც გვაჩვენებს ახალგაზრდა ტალანტების პოტენციალს და გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო წარმატებისთვის’’ - აცხადებენ სელფი მობაილ-ში.

კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი კონკურსი საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და ფასდაუდებელ როლს ასრულებს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და ქვეყნის კრეატიული ეკოსისტემის ინტეგრაციაში მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიაში. ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, იასპარეზონ საერთაშორისო დონეზე და წარადგინონ ქვეყანა კანის ლომების გლობალურ სცენაზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics