21:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 19:22:35, 941 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა

თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია ცხადდება. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა დღეს, 20 მარტს მიიღეს.

"ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ" - წერია ბრძანებაში.

თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არამარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული რეორგანიზაცია.

თბილისის მერიიდან უკვე გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics