18:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 14:38:35, 552 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და 26 წლის რევაზ კიკნაძემ, რომლებიც მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანაშვილის ინფორმაციით, ჯავახიშვილს შიმშილობის პერიოდში 16 კილოგრამი აქვს დაკლებული, ორჯერ გონება დაკარგა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. მისივე თქმით, ჯავახიშვილს ხელზე დალურჯებაც აღენიშნება.  

ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დროს, სადაც მას პიროტექნიკის სროლა ედება ბრალად. რევაზ კიკნაძე კი 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.  

მზია ამაღლობელი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.  

#სოლიდარობა მზია ამაღლობელს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics