01:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 11:13:30, 400 ნახვა

საზოგადოება
დღეს თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება

საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - დღეს თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ. 

მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. 

ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ. 

პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას.

აღსანიშნავია, რომ 53 პატიმრის თავისუფლებისთვის მოქალაქეები ყოველ პარასკევს საპროტესტო შეკრებებს მოაწყობენ.  

რეჟიმის პატიმრებისთვის მარშის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ყველა მარშს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტად დავინახავთ ერთმანეთს, ერთმანეთის თვალებს, ეგ გაგვაძლიერებს და მოგვცემს შეგრძნებას, რომ არ დავიღალოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი არ აპირებს დანებებას, ვინც ეს ბოროტება და უსამართლობა საკუთარი თვალით იხილა", - ამბობს კახა კინწურაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics