2025-01-21 11:38:21, 480 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს, 14:00 საათზე გაიმართება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 14:00 საათზე, რექტორის არჩევნები გაიმართება. თავდაპირველად, უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა შედგება, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს ახალ რექტორს.
რექტორის არჩევისთვის აუცილებელია აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა. რექტორობის კანდიდატმა მინიმუმ 6 ხმა უნდა მოიპოვოს აკადემიური საბჭოსგან.
რექტორობის ორი კანდიდატი არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,