12:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 20:47:30, 485 ნახვა

საზოგადოება
თავისუფლება მზია ამაღლობელს! – მედიის წარმომადგენლების აქცია და პროტესტი გრძელდება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს, სადაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბანერებით გამოვიდნენ და ამაღლობელის გათავისუფლების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერში მუშაობის შესაძლებლობას ითხოვდნენ. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და მას კიდევ ერთი აქცია შეუერთდებათ, სადაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 51-ე დღეა მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის კვლავ დააკავეს, რის შედეგადაც პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა.

ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი ქმედებები მედიას დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მოქალაქეთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

 

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics