2025-01-15 20:19:12, 422 ნახვა
საზოგადოება
ლევან იოსელიანი - მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის თქმით მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა არ უნახავს.
"მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს.100 000 ადამიანიდან, ვისაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არავინ არ მოსულა. 300 000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ეს ჩემთვის ძალიან ცხადია, და ამიტომ ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგროც მოქალაქის პოზიცია... საღი აზრის პრინციპია.იქ მე მაქვს მანდატი, რომ შევისწავლო, აქ მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე", - განაცხადა ლევან იოსელიანმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,