14:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 01:03:43, 411 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.

„ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად სცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება“,- წერს ადვოკატი.

სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს, მისი თქმით, პოლიცია განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა.

„საბას აქვს დაზიანებები. მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს ტოიოტა ქემრის მანქანაში, სადაც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზოგს ჰქონდა პოლიციის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგს არა. ჩამოიყვანეს ამ შენობაში. გამომძიებლები გავიდნენ ოთახიდან და შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს ამ შენობაში მეხუთე სართულზე.

მისივე განმარტებით, მიიღო დაზიანებები ამ ძალადობის დროს. დაზიანებები აქვს ტანზე და თავზე.

მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი“, – თქვა ადვოკატმა 5 დეკემბერს.

შსს-მ განაცხადა, რომ „ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics