05:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 00:12:28, 450 ნახვა

სამართალი
მესტიაში მომხდარი ყაჩაღობის და სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ეძებენ დაკარგულ მსხვერპლს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია - პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე შსს არ ადასტურებს

ტვ პირველის ცნობით, .ორივე დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს და მეზობელ სოფელში დატოვეს. ასევე ცნობილია, რომ ქალს ექსპერტიზისთვის ამზადებენ.

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics