09:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 18:30:23, 793 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას

ამერიკული New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის და ევროპის ოფიციალური პირები განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას. მაგალითისთვის ჩვეულებრივი არსენალის დაგროვებას რუსეთზე სადამსჯელო პასუხისთვის, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევს.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ისიც დაუშვა, რომ ბაიდენს შეუძლია დაუბრუნოს უკრაინას ბირთვული იარაღი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოერთვა. ეს გახდებოდა უზარმაზარი შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა ეს ნაბიჯი იქნება რთული და ექნება სერიოზული შედეგები.

"უკრაინამ შეასრულა მისი ვალდებულებები ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში, ხოლო გარანტორებმა სამარცხვინოდ ვერ შეძლეს მისი დაცვა" - აცხადებს ამერიკული კომისიის თავჯდომარე, ჯელ ვილსონი.

ამასთან "როიტერის" ინფორმაციით, უკრაინამ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკასთან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი საზენიტოების მიღებაზე.

კანდიდატებს შორისაა Patriot PAC-3-ის გაუმჯობესებული ვერსია, THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და Aegis-ი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics