16:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 09:46:16, 473 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ბაიდენს, ტრამპსა და ჰარისს წარვუდგენ

ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს წარვუდგენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გეგმის შესახებ იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას უკვე ისაუბრა.

"გეგმის ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების გამყარება - ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ტერორისგან და მეტი შესაძლებლობა ფრონტზე ჩვენი მეომრებისთვის",- განაცხადა  ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics