|
2024-07-11 21:39:04, 740 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით პირველად გავიდა
დღეს, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით პირველად გავიდა. ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით l ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ. "ახალი ავტობუსი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 07:45 საათი ბათუმი-ქედა; 18:00 საათი ქედა-ბათუმი. ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და შშმ პირებისათვის ადაფტირებული ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე ყოველდღე იმოძრავებს. ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი ავტობუსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით შეიძინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)