2024-04-21 11:43:10, 515 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის დახმარების კანონპროექტი ბაიდენს გადაეგზავნოს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მიესალმება.
სტოლტენბერგი სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნოს.
"ნატო-უკრაინის საბჭოზე მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის მომავალ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს",- აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,