2024-03-19 15:22:02, 1338 ნახვა
ომი უკრაინაში
ოსტინი - აშშ არ დაუშვებს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდეს
უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ამერიკის შეერთებული შტატები კიევს რუსეთთან დამარცხების საშუალებას არ მისცემს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
როგორც ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, გასულ კვირას, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 300-მილიონიანი სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.
"დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას; ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას; თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას",- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,