03:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 11:22:00, 1021 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე წელს ორი ახალი სპორტული მოედნის აშენება და ოთხის რეაბილიტაცია განხორციელდება.

"პროექტის ფარგლებში, დაბა ქედაში, თ. სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ცხემნაში ახალი, მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი აშენდება და ბავშთა გასართობი ატრაქციონით, დასასვენებელი სივრცეებით და ლამპიონებით სკვერი მოეწყობა;

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლების - ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს.

სოფელ ცხმორისში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარია გამოყოფილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics