23:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 17:31:08, 1321 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ დოღი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, "იორამის გორას" ტერიტორიაზე, სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით, დოღში შეჯიბრი გაიმართა.

კასპის მერიის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის  და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14  ცხენოსანი.

"შეჯიბრში პირველი ადგილი  კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი, ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა.

საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს მედლები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს.

დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics