12:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 09:31:52, 1428 ნახვა

რეგიონი
კასპის სპორტკომპლექსის დარბაზში საბრძოლო ხელოვნების კლუბის „კასპი“ მოსწავლეებს კარატესა და ტაეკვანდოში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ

კასპის სპორტკომპლექსის დარბაზში საბრძოლო ხელოვნების კლუბის „კასპი“ მოსწავლეებს კარატესა და ტაეკვანდოში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ.

19 მოსწავლემ ხარისხის ასამაღლებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და  შესაბამისი KIU- GUP -ს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ შორის, მარიამ მანძულაშვილი  KUKKIWON I- DAN შავი ქამარის მფლობელი გახდა. 

მომავალ კარატისტებს სერტიფიკატები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა შოთა გოგიაშვილმა და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ გადასცეს.  

სპორტის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული საბრძოლო ხელოვნების კლუბის „კასპი“ აღსაზრდელებს  არაერთ ტურნირში მიუღიათ მონაწილეობა და წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ვახტანგ მაისურაძემ კლუბის წევრებსა და მწვრთნელებს - ალექსანდრე მანძულაშვილს, გიორგი ნავროზაშვილსა და ლევან მამულაშვილს სამომავლო წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics