09:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 17:52:42, 1037 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წლიანი ისტორია აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედითუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

„ძალიან ინფორმაციული შეხვედრა მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან. ვისაუბრეთ რეგიონულ განვითარებაზე. მიხარია, რომ ვხედავ კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ უმჯობესდება ეკონომიკა, რაც ტურისტების ნაკადზეც აისახება. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰაბი. ეს აჭარისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს. ასევე ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, ამიტომაც ჩამოვედით აჭარაში. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაში ჩვენს პარტნიორებს იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რაც მათთან გვაქვს 30 წლის მანძილზე. ვამაყობ, რომ ამდენი ინიციატივის მხარდაჭერა შევძელით ადგილობრივი ეკონომიკის და ქართველი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითვის" - აღნიშნა კელი დეგნანმა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს გემების ვიზიტებისა და წვრთნების მნიშვნელობას, რომელიც რეგულარულად ტარდება ბათუმის პორტში და ეხმარება საქართველოს საზღვაო ძალებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics