20:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 22:34:56, 1576 ნახვა

სამხედრო
ხარკოვის რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე დასახლება – ლებიაჟიე, ბაზალიევკა და კუტუზოვკას ნაწილი – ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით, სოფელ მალაია როგანთან.

"ხარკოვის ოლქში ჩვენი დამცველები რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას ატარებენ, რის შედეგადაც ოკუპანტებს რეგიონის ცენტრიდან აშორებენ". – წერს ოლეგ სინეგუბოვი.

რუსეთმა ხარკოვის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მაქსიმ ხაუსტოვის განცხადებით, 15:00 საათისთვის [თბილისის დროით 16:00] 5 გარდაცვლილისა და 13 დაშავებულის შესახებ ჰქონდათ ცნობები.

ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაბომბილ ტერიტორიებზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics