18:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 15:05:29, 1105 ნახვა

სამხედრო
რუსულმა არმიამ ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს და ახლა გადადის გამოფიტვის სტრატეგიაზე - ბრიტანულ დაზვერვა

 ბრიტანულმა დაზვერვამ უკრაინის ომის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს და ახლა ცვლის სტრატეგიას.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ჯარები კვლავ განიცდიან სირთულეებს უკრაინის მიწაზე არსებული რელიეფის გამო. ოკუპანტები დიდწილად არიან მიბმული საგზაო ქსელთან და ავლენენ თავშეკავებას მისგან მოშორებით მანევრების ჩატარებაზე. ამის გამო ხიდების ნგრევამ მნიშვნელოვნად შეანელა მტრის წინსვლა.
ანგარიშში წერია, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინის საჰაერო სივრცის აღება, ამიტომ მტრის თვითმფრინავები სასტიკად შეზღუდულია მათ მანევრებში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ ტაქტიკაში ოსტატურად გამოიყენეს რუსული არმიის სუსტი მანევრირება. ამან შესაძლებელი გახადა მტრის შეჩერება და სერიოზული ზარალის მიყენება.
ვინაიდან ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს, შეცვალეს სტრატეგია. ახლა მტერი შეეცდება გამოფიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა უკრაინელი. დიდი ალბათობით, გაძლიერდება მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, რაც გამოიწვევს მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას და ჰუმანიტარული კრიზისის გაძლიერებას. - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics