14:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 12:19:20, 799 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.  

კახა კალაძის თქმით, დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.

„კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის.

ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა არის საჭირო.

ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics