12:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 20:58:16, 813 ნახვა

კომენტარი
ინგა გრიგოლია პრემიერ-მინისტრს - ან დაგვიჭირეთ ან ბოდიში მოგვიხადეთ

„ან დაგვიჭირეთ ან ბოდიში მოგვიხადეთ“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მედიას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალა.

„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორიციელა.

დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც ჩაეწყნარებინათ მღელვარება.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას.

შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics