21:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 23:59:19, 575 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას და ახლა შეთანხმებიდან გასვლა სურთ

„ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას და ახლა შეთანხმებიდან გასვლა სურთ“, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის სულისკვეთებაა, კანონპროექტის მთავარი არსი ნიკა მელიას შეეხოს მხოლოდ.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები და შეკითხვები ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით და ვერ მივიღეთ პასუხები.

ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ კანონპროექტის მთავარი არსი იყოს ერთადერთ პირზე, ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია.

ისინი არიან მოტივირებულნი იმ სულისკვეთებით, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას შეეხოს, სხვა მოცემულობა არ აინტერესებთ და ეს ჩაკეტილი აქვთ დაზარალებულის თანხმობით, პოლიციელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავრცელებენ, თუ დაზარალებული თანახმაა და ჩვენ წინასწარი განწყობა ვიცით, რომ დაზარალებული თანახმა ვერ იქნება და არ იქნება.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აიღეს პასუხისმგებლობა, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ და ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა, მორალური პასუხისმგებლობა გადააქვთ დაზარალებულებზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, -  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics