15:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-25 15:58:56, 623 ნახვა

კომენტარი
ილია მეორე - მეორედ მოსვლა გარდაუვალია, უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხდებით მას

„მეორედ მოსვლა გარდაუვალია, უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხდებით მას“, - ამის შესახებ წირვის დროს ილია მეორემ განაცხადა.

მან ასევე აღნშნა, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი გზა.

„ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა გარდაუვალია.

„მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“.

აი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი… ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, - განაცხადა ილია მეორემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics