05:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 17:57:19, 749 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში

„ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია.

„ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში - ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ.

ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია.

ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ აკო მინაშვილს გააჩნია. თურმე, აკო მინაშვილი წესიერია, დიპლომატიურია და ირაკლი ყოფილა ხისტი.

საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics