05:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 22:06:44, 708 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი - საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისტემურ იარაღად გამოიყენება

„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერები ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისტემურ იარაღად გამოიყენება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მსგავსი ფაქტების მიმართ დამაჯერებელი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.

სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი დავალება ბინებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მისივე თქმით მას არ ეუბნებოდნენ, ვის სახლში უშვებდნენ კამერების დასაყენებლად, თუმცა, მთავარი არხი აღნიშნავს, რომ გულაშვილმა რამდენიმე მათგანი თავად ამოიცნო, მათ შორის, ანა დოლიძის სახლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics