10:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 11:58:43, 377 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შევქმნათ

„ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება ლაბორატორიული  სინჯების ასაღებად ნიმუშების  საზღვარგარეთ გასაგზავნად“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად  სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციების დანერგვაში.

„ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვა საქართველოში, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ზრდის და აძლევს საშუალებას, ივაჭრონ ევროკავშირთან, მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს და სამწუხაროდ, ჩვენი ლაბორატორიების სისტემა ჯერ არ არის განვითარებული და მცირე ბიზნესს უწევს ლაბორატორიული სინჯების ასაღებად ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ. ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეიძლება  თანადაფინანსების სახით დაგვეხმარონ ჩვენი ევროპელი მეგობრები და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც ვითანამშრომლებთ" - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics